სიახლეები

გია მამულაშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ და ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს აკადემიასა და ცენტრს შორის ორმხრივი შემოთავაზებების ფარგლებში ადმინისტრაციის თანამშრომელთა და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

შეხვედრის დასასრულს, ბატონმა გიამ აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.