სიახლეები

შაუმიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ბაკალავრიატის III კურსის იუნკერმა არჩილ შავდათუაშვილმა სტუმრებს საქართველოში არსებული სამხედრო სასწავლებლების ისტორია, იუნკერების დღის განრიგი და აქტივობები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.