სიახლეები

ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ფინალი

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ფინალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას რვა გუნდი იღებდა. 2013 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა I კურსი - V ოცეული „მე-5 ელემენტი“ 18 ქულით.

საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა: ინსტრუქტორთა გუნდი „ფეოლა“ - 18 ქულა, I ოცეული „სოფისტები“ – 16 ქულა, II ოცეული „ბრავო“ – 14 ქულა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ ალექსანდრე ბერიძეს მიენიჭა.

გამარჯვებულებს თასი და სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ და კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა გადასცეს.