სიახლეები

თორნიკე შარაშენიძე სამეთაურო-საშტაბო სკოლაში

ექსპერტმა გეოპოლიტიკურ საკითხებში თორნიკე შარაშენიძემ სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელთათვის წაიკითხა ლექცია საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ბატონმა თორნიკემ მიმოიხილა უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებაში. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის განვითარების აუცილებლობასა და ახალი შიდა კონფლიქტების წარმოქმნის საფრთხეების შესახებ.

ლექციის დასასრულს, ბატონმა ექსპერტმა განიხილა რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების დადებითი და უარყოფითი მხარეები.