სამეთაურო-საშტაბო სკოლას დღეს, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ესტუმრა. სახელმწიფო მინისტრმა მსმენელებს ლექცია ჩაუტარა, რომლის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია იყო.
ლექციის მსვლელობისას, სახელმწიფო მინისტრმა განიხილა ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და მის ფარგლებში გამართული შეხვედრები, ასევე შეეხო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში.
ლექციის ბოლოს, სტუმარს მსმენელებმა კითხვები დაუსვეს ევროკავშირთან შესაძლო უვიზო მიმოსვლის დადებითი და უარყოფითი მხარეების, უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ.