საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელთათვის წაიკითხა ლექცია საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობის, არსებული პრობლემებისა და პერსპექტივების შესახებ.
ბატონმა ალექსანდრემ მიმოიხილა რუსეთის იმპერიული იდეოლოგია და მის ხელთ არსებული ბერკეტები. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მნიშვნელობის შესახებ.
ლექციის დასასრულს, ბატონმა ექსპერტმა განიხილა ევრაზიის კავშირი საქართველოსთან მიმართებაში.