ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დიდი ბრიტანეთის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები და ხელმძღვანელები ესტუმრნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, აკადემიის რექტორი, ბატონი ზურაბ აგლაძე და UNHCR-ის წარმომადგენლები საქართველოში ქალბატონები სიმონ ვოლკენი და ანეტა პიატეკი.
შეხვედრის მსვლელობისას განხილული იქნა საქართველოს რუსეთთან არსებული კონფლიქტის გადაჭრის პოლიტიკა, 2008 წლის ომი და მისი გამომწვევი ფაქტორები, იძულებით გადაადგიელბული პირები და მათი უკან დაბრუნების საკითხები.
შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა მომხსენებლებს კითხვები დაუსვეს შესაძლო ინტეგრაციისა და კონფლიქტურ ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.