დღეს, დიდი ბრიტანეთის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებსა და ხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.
შეხვედრის მეორე ნახევარი კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და ენერგო უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო.
თემაზე მოხსენებით გამოვიდნენ რეგიონალური კონფლიქტების საკითხში ბრიტანეთის საელჩოს მრჩეველი, დოქტორი ქრისტოფერ ჯოისი, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ბატონი ალექსანდრე რონდელი, British Petroleum (BP) საქართველოში აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ნილ დანი, კავკასიის კორესპონდენტები ქალბატონი რაიან დემიტრიე და ბატონი რეგის გენტე.
კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.