სიახლეები

აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი დევიდ დევენპორტი და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი ესტუმრნენ.

სტუმრებს აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ და აკადემიის მთავარმა სერჟანტმა, უფროსმა სერჟანტმა თორნიკე თვარაძემ უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ. შეხვედრისას მათ ისაუბრეს დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პრობლემების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.