სიახლეები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი თანამშრომლების ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი თანამშრომლები ესტუმრნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები აკადემიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის ისტორია, სტრუქტურა, საერთაშორისო ურთიერთობები, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები, მიმდინარე პროცესები და აკადემიის სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს გაცვლითი პროგრამების, იუნკერების დათხოვნის, აქტივობების, დღის განრიგის, სტიპენდიისა და კონტრაქტის პირობების შესახებ.

დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვარიელეს.