სიახლეები

ლიტერატურული საღამო ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ლიტერატურული საღამო თემაზე „სამშობლო“ ჩატარდა.

საბაკალავრო სკოლის III კურსის იუნკერებმა გამოჩენილი ქართველი მწერლების მიერ დაწერილი ლექსები და ლიტერატურული ნაწარმოებები წაიკითხეს. საღამოს მონაწილეებმა ქართველი მეფეებისა და სხვა გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები გაიხსენეს.

ლიტერატურული საღამო მუსიკალურად გააფორმა მომღერალთა გუნდმა „ტაო“.