სიახლეები

წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“-ს ხელშეწყობით წიგნის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში, აკადემიას წიგნის თანაავტორები ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი ესტუმრნენ.

წიგნი ცხრა ქართველი მწერლის ლაშა ბუღაძის, დავით გაბუნიას, ერეკლე დეისაძის, ანა კორძაია-სამადაშვილის, გიო მგელაძის, აკა მორჩილაძის, ანინა ტეფნაძის, დათო ტურაშვილის, ალექს ჩიღვინაძის მოთხრობების ნაკრებს წარმოადგენს და მასში ასახულია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა ცხოვრება.

პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ქაროსანიძე, პროექტის კოორდინატორი, ქალბატონი ნინო კიკნაძე, აკადემიის რექტორი, ბატონი ზურაბ აგლაძე და კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი დაესწრნენ.

პრეზენტაციის დასასრულს, სტუმრებმა აკადემიას რამდენიმე ათეული წიგნი საჩუქრად გადასცეს.