სიახლეები

ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ეთა-ში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები ბატონი რობერტ ანტისი და ქალბატონი კლაუდია კლარკი ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს ჩაუტარებენ სამდღიან სწავლებას მოსწავლეთა შეფასების საკითხებზე. სწავლება ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

სტუმრები აკადემიის რექტორის მოადგილეს, ბატონ ერეკლე ჩიგოგიძეს, სასწავლო სამმართველოსა და აკადემიის სამხედრო და სამოქალაქო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს სტუდენტებისა და სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონისტორინგის სისტემა, სასწავლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესები გააცნეს.