სიახლეები

თურქეთის დელეგაციის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას თურქეთის სამხედრო აკადემიის რექტორი, გენერალ მაიორი სელიმ მერტი და აკადემიის კურსანტები ესტუმრნენ. სტუმრები აკადემიის რექტორს, ბატონ ზურაბ აგლაძეს და კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ ჯღარკავამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და ძირითად ღონისძიებებზე ისაუბრა. აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა ლაშა ოდილავაძემ სტუმრებს აკადემიის ისტორია, სტრუქტურა, არსებული სამხედრო და სამოქალაქო სკოლები, საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები და აკადემიის სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.