ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყო სამდღიანი სწავლება მოსწავლეთა შეფასების საკითხებზე.
პროგრამის წარმომადგენლები ბატონი რობერტ ანტისი და ქალბატონი კლაუდია კლარკი ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს სემინარებს ჩაუტარებენ სტუდენტთა შეფასების უახლესი მეთოდიკის დანერგვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.