სიახლეები

ლევან წულაძე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, ბატონი ლევანი აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს შეხვდა. სტუმარმა ოფიცრის განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ძირითადად რეჟისორის კარიერას, სამომავლო გეგმებსა და ქართულ თეატრს შეეხო.