სიახლეები

სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის პრაქტიკული საველე გასვლა

ვაზიანის პოლიგონზე ჩატარდა ათეულის დონის სიტუაციური სწავლება, რომელშიც მონაწილეობა სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერებმა მიიღეს.

საველე გასვლა მიზნად ისახავს იუნკერების მიერ განვლილი მასალიდან მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას. საველე სწავლების ფარგლებში იუნკერებს ჩაუტარდათ პრაქტიკული სროლები.