სიახლეები

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის საველე-პრაქტიკული სწავლება

მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საბრძოლო წვრთნა - ბრძოლა დასახლებულ რაიონში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეროვნული თავდაცვის აკადემიის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსმა.

საველე გასვლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას. საველე-პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, ჩატარდა ტაქტიკური გადაადგილების, შენობის იზოლირების, შენობის გაწმენდის, დასახლებული პუნქტის დაცვისა და შეტევის ოპერაციები.