სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში

ეროვნული თავდაცვის აკადმიის წარმომადგენლები იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს, კერძოდ ჭიათურას, ქუთაისს, ყაზბეგსა და დუშეთს ესტუმრნენ.

2014-2015 საბაკალავრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით, აკადემიის წარმომადგენლები ადგილობრივ აბიტურიენტებსა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და მიღების პირობები გააცნეს. მათ ასევე მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.