დღეს, ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამასთან (DEEP) თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისთვის და სამხედრო ინსტრუქტორებისთვის დაიწყო 4 დღიანი სემინარი შემდეგ თემაზე: აქტიური სწავლების შეფასება და ძირითადი სასწავლო გეგმის დიზაინი.
აღნიშნული სემინარი წარმოადგენს 2013 წლის ივლისში DEEP-ის მიერ ჩატარებული სემინარის შემდგომ საფეხურს და მოიცავს შემდეგ თემებს - ეფექტური სწავლების მეთოდები, შეფასება, სასწავლო გეგმის შედგენა.
სემინარი აკადემიასა და DEEP-ს შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია.