ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ისტორიკოსი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ბატონი ვლადიმერ კეკელია ესტუმრა.
ბატონმა ვლადიმერმა აკადემიის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა შუა საუკუნეების ქართულ ციხე-სიმაგრეებზე. ლექციის ფარგლებში, განხილული იქნა ციხე-სიმაგრეების დანიშნულება, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ბატონმა ვლადიმერმა ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დაასრულა.