ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრნენ, სადაც ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს 2014-2015 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული სასწავლო პროგრამები გააცნეს. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.