ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრნენ.
2014-2015 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით, აკადემიის წარმომადგენლები ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდნენ და მათ აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და მიღების პირობები გააცნეს.
აბიტურიენტებმა ასევე მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.