სიახლეები

იაპონიის სამხედრო ატაშე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას იაპონიის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ჰიროფუმი აკატა ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი აკადემიის რექტორის მოადგილეს, ბატონ ერეკლე ჩიგოგიძეს და სასწავლო ბატალიონის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ ლაშა ოდილავაძეს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. აკადემიის წარმომადგენლებმა პოლკოვნიკ აკატას აკადემიის ისტორია, სტრუქტურა და არსებული სკოლები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა აკადემიის მიმდინარე და სამომვალო გეგმები.

შეხვედრის ბოლოს, სტუმარმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.