სიახლეები

საინფორმაციო სახის შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

2014-2015 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში, საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დამსწრე აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, მიღების, სწავლისა და ცხოვრების პირობებთან დაკავშირებით.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება დაიწყება 31 მარტიდან და დასრულდება 18 ივნისს. აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე. სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით.

აკადემიის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბაკალავრის ხარისხი და ლეიტენანტის სამხედრო წოდება. აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.