ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გუნტერ ბეხლერი ესტუმრა. ბატონ ელჩს აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, ბატონმა გუნტერმა საბაკალავრო სკოლის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა მშვიდობის თემაზე. ლექციაზე განხილული იქნა დემოკრატიის, წარმატებული მმართველობისა და ეკონომიკური სტაბილურობის როლი მშვიდობის შენარჩუნებაში. სტუმარმა ასევე ისაუბრა მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. იუნკერებმა ბატონ ელჩს კითხვები დაუსვეს მშვიდობის შენარჩუნებასთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
ლექციის ბოლოს სტუმარმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.