დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა სამეცნიერო კონფერენცია.
სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბალტიის საერთაშორისო აკადემიის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნა საქართველოსა და ამიერკავკასიაში გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებებით არსებული პრობლემური საკითხები.
მონაწილეებს სერთიფიკატები სამეთაურო-საშტაბო სკოლის უფროსმა ინსტრუქტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ მჭედლიშვილმა გადასცა.