სიახლეები

სემინარი „საუკეთესო პრაქტიკა“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის

ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამასა (DEEP) და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას პოლონეთის, რუმინეთისა და ჩეხეთის თავდაცვის აკადემიების წარმომადგენლები, ბატონები პიოტრ გავლიზეკი, ცეზარ ვასილესკი და ლუბომირ კუბინი ესტუმრნენ.

სტუმრებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის 3 დღიანი სემინარი ჩაატარეს თემაზე „საუკეთესო პრაქტიკა“. 

სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს, ადამიანური რესურსების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, შესყიდვების განყოფილებებისა და პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშროლები.

მსგავსი სემინარების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.