დღეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კინოჩვენება გაიმართა. დოკუმენტური ფილმის „სრული სვლით დასავლეთისაკენ“ ჩვენებას სამხედრო აკადემიის საბაკალავრო სკოლის 200 იუნკერი დაესწრო. ღონისძიება პროექტ „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ ფარგლებში გაიმართა.
ფილმში საქართველოს უახლესი ისტორიის პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებია ასახული. ჩვენების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გერმანელ რეჟისორს შტეფან ტოლცს იუნკერებმა ფილმთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
შტეფან ტოლცი საქართველოში პირველად დაახოებით 20 წლის წინ ჩამოვიდა. მომავალი რეჟისორი 90-ან წლებში საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. გადაღებული აქვს ფილმი „კავკასიური ნადიმი“, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებული მოვლენებია ასახული. შტეფან ტოლცი თბილისში 2008 წელს დაბრუნდა და საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ შეიქმნა ფილმი „სრული სვლით დასავლეთისაკენ“.