4 მაისს კახეთში, ლოპოტას ხეობაში მასშტაბური მსოფლიო რბენა „Wings for Life“ გაიმართა.
აღნიშნულ საქველმოქმედო ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქვეყნიდან პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, სამინისტროები, დიპლომატიური კორპუსი და სამთავრობო სექტორი მონაწილეობდნენ.
საქველმოქმედო რბენა „Wings for Life“ მაშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მხარს უჭერს ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევასა და მკურნალობას. პროექტიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხა არაკომერციულ ფონდს „Wings for Life - Spinal Cord Research Foundation“.
მსოფლიო რბენაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელმა, მასტერ სერჟანტმა გიორგი ბრეგვაძემ, უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის ინსტრუქტორმა, უცროსმა სერჟანტმა ვლადიმერ მეყანწიშვილმა, სასწავლო ბატალიონის III კურსის სასწავლო ჯგუფის სერჟანტმა, უმცროსმა სერჟანტმა ჯაბა შუბითიძემ, სასწავლო ბატალიონის III კურსის უზრუნველყოფის სერჟანტმა, სერჟანტმა ვახტანგ ნადირაძემ, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა დიანა ინანაშვილმა, საბაკალავრო სკოლის მესამე კურსის იუნკერებმა - დავით მერაბიშვილმა, დავით მესხორაძემ, გიორგი გაბიდაურმა, გიორგი ბიჭიკაშვილმა და პირველი კურსის იუნკერებმა - ირაკლი ციცვიძემ, ბექა კურტანიძემ, დავით კუხალეიშვილმა, ზურაბ ლომიძემ, რამინ კუჭუხიძემ, გიორგი დოლაკიძემ, ავთანდილ მერებაშვილმა, ვლადიმერ მოხეიშვილმა მიიღეს მონაწილეობა.