ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერებს ოცეულის დონის პრაქტიკული საველე სწავლება ჩაუტარდათ.
საველე სწავლების ფარგლებში იუნკერები იმყოფებოდნენ ოცეულისა და ათეულის მეთაურის პოზიციაში, მათ ევალებოდათ ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება.
იუნკერებმა ასევე გაიარეს სიტუაციური სწავლება, რაც მოიცავს დაბრკოლებათა ზოლის გარღვევას, ბუნკერის წმენდას, მოწინააღმდეგის კონტაქტზე რეაგირებასა და კონტაქტიდან გამოსვლას.