სიახლეები

რეზო ჩხეიძის ხელის ანაბეჭდის გახსნა

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ქართული მხატვრული ფილმის „ჯარისკაცის მამა“ გადაღებიდან 50 წლის იუბილე გაიმართა.

აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით მუზეუმის „უკვდავთა თაღში“ გაიხსნა კინორეჟისორის, სახალხო არტისტისა და საზოგადო მოღვაწის რეზო ჩხეიძის ხელის ანაბეჭდი მისივე ავტოგრაფით.

ბატონი რეზო ჩხეიძის ანაბეჭდის გახსნას ერვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის პირველი და მესამე კურსის იუნკერები დაესწრნენ.