დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში, რეზო ჩხეიძის ფილმის „ჯარისკაცის მამა“ ჩვენება გაიმართა.
ფილმის ჩვენებას აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერები და უმცროს ოფიცერთა სკოლის მსმენელები დაესწრნენ.
ფილმის რეჟისორმა, ბატონმა რეზო ჩხეიძემ იუნკერებსა და მსმენელებს ფილმის სცენარის შექმნასთან და გადაღებასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები უამბო. ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
ბატონმა რეზომ ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საჩუქრად წიგნი „იდექი ისე, როგორც ბერმუხა“ გადასცა.
ფილმის ჩვენება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები კვლავაც გაიმართება.