დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი მიხეილ დარჩიაშვილი, საინფორმაციო ცენტრის უფროსი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ქალბატონი ელენე გოცაძე, ღია უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
აღნიშნული ვიზიტი საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ღია უნივერსიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა. ბატონმა მიხეილმა აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებსა და ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე „თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების როლი საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე და სამშვიდობო ოპერაციები“.
ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხს დაეთმო, იუნკერებმა ბატონ მიხეილს კითხვები დაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ლექციის ბოლოს, ღია უნივერსიტეტის სტუდენტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.