დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე ესტუმრა. პოლკოვნიკი ჩიხრაძე აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
შეხვედრის ფარგლებში პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ სამხედრო პოლიციის ისტორიასა და სტრუქტურაზე ისაუბრა. მან მსმენელებს სამხედრო პოლიციაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. რეფორმებზე საუბრისას, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ყურადღება დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და სტრუქტურის კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა.
შეხვედრის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ძირითადად სამხედრო პოლიციის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.