28 მაისს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ 21 წლის იუბილე აღნიშნა.
იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა თანამშრომლებს აკადემიაში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებისა და ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა აკადემიის 16 ღვაწლმოსილ თანამშრომელს საპატიო სიგელი გადასცა. ასევე, აკადემიის რექტორის სახელით, მადლობის სიგელი გადაეცა 111 თანამშრომელს და მადლობა გამოეცხადა 109 თანამშრომელს. 28 მაისის ღონისძიება საბაკალავრო სკოლის იუნკერებმა იუმორისტული შოუთი დაასრულეს.
აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით, 30 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საბაკალავრო სკოლის იუნკერების ნახატების გამოფენა, კონცერტი და სპექტაკლი „სამშობლოს გმირები სჭირდება“ გაიმართა.