სიახლეები

პროგრამის „ლიდერთა სახლი“ მონაწილეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, სსიპ - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლი“ ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას გორისა და ხაშურის საჯარო სკოლების მოსწავლეები და გორის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ და სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის უფროსმა, კაპიტანმა ვასილ სისაურმა სტუმრებს აკადემიის სტრუქტურა და საქმიანობა გააცნო. მათ ასევე ისაუბრეს იუნკერების დღის განრიგის, აქტივობების, აკადემიაში მიღების, სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და კონტრაქტის პირობების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.