სიახლეები

კინოჩვენება ეროვნულ თავდავის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას კინორეჟისტორი, ბატონი ელდარ შენგელაია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ნანა ჯანელიძე ესტუმრნენ.

“ჯარის მეგობართა საზოგადოების”  პროექტის ფარგლებში, აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებისათვის ელდარ შენგელაიას ფილმის „შერეკილები“ ჩვენება გაიმართა.

რეჟისორმა იუნკერებს ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები უამბო. მან ასევე ისაუბრა მის სარეჟისორო კარიერასა და პირად გამოცდილებებზე. ფილმის დასრულების შემდეგ ბატონმა ელდარმა მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

ფილმის ჩვენება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები კვლავაც გაიმართება.