სიახლეები

კაპიტნის საკარიერო სკოლის დამამთავრებელი სწავლება

დღეს დასრულდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის მანევრის, არტილერიის, სამხედრო-საინჟინრო, ლოგისტიკის, პერსონალის, სამხედრო დაზვერვისა და კავშირგაბმულობის კურსების დამამთავრებელი სამდღიანი ტაქტიკური სიმულაციური სწავლება.

აღნიშნული სწავლების ფარგლებში, კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელები ექვს ბატალიონის შტაბად დაიყვნენ და სპეციალობების შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილდნენ. სკოლის მსმენელებმა ბრიგადისგან მიღებული ოპერატიული ბრძანება ბატალიონის დონეზე დაამუშავეს და გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკურ სიმულაციურ (JCATS) სისტემაში გაათამაშეს.

კაპიტნის საკარიერო სკოლის გამოშვება მიმდინარე წლის 20 ივნისს ჩატარდება.