ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსმა, ბატონმა გიორგი ამანათიძემ აკადემიის სასწავლო ბატალიონის ოფიცრებსა და სერჟანტებს სწავლება ჩაუტარეს გენდერული თანასწორობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების შესახებ.
სწავლების ფარგლებში, განხილულ იქნა უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებასთან დაკავშირებული საკითხები.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო პერსონალს მსგავსი სახის სწავლებები მომავალშიც ჩაუტარდებათ.