სიახლეები

სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებისთვის

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ჩაუტარდათ სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე.

სწავლების ფარგლებში, აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა.