დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოთხმოცდაოთხმა სამხედრო მოსამსახურემ კაპიტნის საკარიერო სკოლაში - მანევრის, დაზვერვის, ლოგისტიკის, პერსონალის, სამხედრო საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და არტილერიის კურსები გაიარა.
ცერემონიალის დაწყებამდე კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ ქაროსანიძემ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ კურსდამთავრებულებს სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცეს.
კაპიტნის საკარიერო სკოლის ხუთ წარმატებულ კურსდამთავრებულს დიპლომები ქალბატონმა თამარ ქაროსანიძემ გადასცა. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, ვიცე-პოლკოვნიკმა შალვა ბაჯელიძემ, J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით ნაკაშიძემ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ და აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა სკოლის კურსდამთავრებულებს შესაბამისი დიპლომები გადასცეს.
ცერემონიალის ბოლოს, კაპიტნის საკარიერო სკოლის ოფროსმა, მაიორმა დავით ჩხეტიანმა სკოლის ინსტრუქტორებს კურსების წარმატებით ჩატარებისთვის საჩუქრად წიგნები სამხედრო თემატიკაზე გადასცა.