სიახლეები

გიორგი აბაშიშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, ბატონი გიორგი აბაშიშვილი ესტუმრა.

ბატონმა გიორგი აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს ლექცია წაუკითხა თემაზე: „საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური გამოწვევები“. ლექციის მსვლელობისას, მან განიხილა საქართველოს როლი საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში, ასევე ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უპირატესობებზე.

ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. იუნკერებმა ბატონ გიორგის კითხვები დაუსვეს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით.