დასრულდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის დამამთავრებელი ერთკვირიანი საველე-პრაქტიკული სწავლება.
აღნიშნული სწავლება კოჯორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
ერთკვირიანი საველე სწავლების ფარგლებში, კურსის 80 მსმენელებმა გაიარა სიტუაციური წვრთნები, რაც მოიცავდა საპატრულო ოპერაციებს, თავდაცვასა და შეტევას, ბრძოლას დასახლებულ პუნქტში და ვერტმფრენით დაშავებულთა ევაკუაციას.
უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვება მიმდინარე წლის 1 ივლისს გაიმართება.