დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის 80 კურსდამთავრებულს 50 კვირიანი სწავლების წარმატებით დასრულება აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ და კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცეს.
კურსდამთავრებულებს შესაბამისი დიპლომები აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ, კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა, აკადემიის შტაბის უფროსმა, მაიორმა ლევან გუგენიშვილმა, უმცროს ოფიცერთა სკოლის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა ბერაძემ, ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის უფროსმა, კაპიტანმა კახაბერ ყავლაშვილმა, აკადემიის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელმა, მასტერ-სერჟანტმა გიორგი ბრეგვაძემ, უმცროს ოფიცერთა სკოლის სერჟანტმა, მასტერ-სერჟანტმა რაჟდენ ბასიშვილმა და ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის სერჟანტმა, უფროსმა სერჟანტმა მალხაზ ძებისაურმა გადასცეს.