სიახლეები

ჯეფრი გორდონი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ამერიკელი კომუნიკაციების კონსულტანტი და გადამდგარი საზღვაო ოფიცერი, ბატონი ჯეფრი გორდონი ესტუმრა.

ამერიკელ სტუმარს აკადემიის რექტორმა ბატონმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, ბატონმა ჯეფრიმ საბაკალავრო სკოლის იუნკერებს, სამეთაურო-საშტაბო სკოლისა და კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებს  ლექცია წაუკითხა თემაზე „სტრატეგიული კომუნიკაციები“. ლექციის მსვლელობისას მან ისაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციების მიზნებსა და შედეგებზე.  

ბატონმა ჯეფრიმ ლექციის ბოლოს ინსტრუქტორებისა და იუნკერების კითხვებს უპასუხა.