სიახლეები

ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი, ბატონი ერნესტო ლონდონი ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, ბატონი ერნესტო ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს, ბატონ ზურაბ აგლაძეს შეხვდა. რექტორმა სტუმარს აკადემიის ისტორია, სტრუქტურა, არსებული სკოლები და სასწავლო პროგრამები გააცნო.

შეხვედრის შემდეგ ბატონმა ერნესტომ აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.