სიახლეები

სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 21-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა.

აღნიშნული კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის დირექტორის, ქალბატონი მანანა მაღრაძის ხელშეწყობით გაიმართა.  

სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაზე, რომელიც დაყოფილი იყო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა სექციებად, შესაბამისი თემებით მოხსენებით გამოვიდნენ სტუდენტები 9 უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერები.

აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ თითოეული სექციიდან პირველ სამ ადგილზე გასულ მომხსენებლებს შესაბამისი სიგელები გადასცა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერები აქტიურად იღებენ მონაწილეობას მსგავსი სახის კონფერენციებში.