სიახლეები

გერმანელი სტუმრები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას გერმანიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენლები ადმირალი შნეიდერი, ვიცე-პოლკოვნიკი იუტკერი, ვიცე-პოლკოვნიკი ბონსაკი და გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ჰუპი ესტუმრნენ.

გერმანელ სტუმრებს აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ აკადემიის ისტორია და სტრუქტურა გააცნო. მან ასევე ისაუბრა დაჭრილი მებრძოლების პროგრამასა და აკადემიის სამომავლო გეგმებზე.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენლები და სამხედრო ატაშე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში არსებული სკოლების უფროსებს შეხვდნენ, სადაც სტუმრები სკოლების მისიას, სტრუქტურას, განხორციელებულ და სამომავლო ღონისძიებებს გაეცნენ. 

შეხვედრის ბოლოს, გერმანელმა სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.