დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისთვის დაიწყო 4 დღიანი სემინარი თემაზე: „ლიდერიზმის კურიკულუმის განვითარება“. სამხედრო ინსტრუქტორებისთვის სემინარს ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ინსტრუქტორი ბატონი ანდრეა ჰილდებრანდი ჩაატარებს.
აღნიშნული სემინარი ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და DEEP-ს შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია.